вторник, 4 февраля 2014 г.

< < <

პროექტი PROFILES - „ბუნებისმეტყველების აღმოჩენით სწავლა - სწავლება: ფოკუსი პროფესიული პრაქტიკის გააზრებაზე“ დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ მე-7 ჩარჩო პროგრამის ფარგლებში. მის კონსორციუმში 21 პარტნიორია გაერთიანებული 19 ქვეყნიდან. პროექტის კოორდინატორია ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი. ილიას უნივერსიტეტი კონსორციუმის წევრია 2013 წლის მარტიდან.
პროექტი PROFILES ხელს უწყობს კვლევაზე დაფუძნებულ საბუნებისმეტყველო განათლების განვითარებას, მასწავლებელთა თვითეფექტურობის გაზრდას სწავლების თანამედროვე მეთოდების დაუფლებაში. (http://profiles-georgia.iliauni.edu.ge/index.php/ka/)

მასწავლებლების მხრიდან პროექტში მონაწილეობა გულისხმობს კვლევაზე დაფუძნებულ მეთოდიკაზე ტრეინიგების გავლას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში და მიღებული გამოცდილების დანერგვას საკლასო გარემოში. წარმატებული პედაგოგები მონაწილეობას მიიღებენ PROFILES -ის საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც 2014 წლის 25-27 აგვისტოს გაიმართება ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში.


სამუშაო  განრიგი 


1.        
6 აპრილი
შაბათი
10.00-18.00

2.        
7 აპრილი
კვირა
10.00-15.00

3.        
9 აპრილი
სამშაბათი
10.00-17.00


პრე-კითხვარი



4.        
27 აპრილი
შაბათი
10.00-18.00

5.        
28 აპრილი
კვირა
10.00-14.00


მოდულის დანერგვა

6.        
25 მაისი
შაბათი
10.00-18.00

7.        
26 მაისი
კვირა
10.00-14.00


პოსტ-კითხვარი

8.        
1 ივნისი 
შაბათი
10.00-14.00